"ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საპარლამენტო გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე დაწესებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა, მისი თქმით, 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა სამუშაო ადგილების შემცირება, სესხების „შავ ბაზარზე“ გადასვლა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გამოიწვია.
აღნიშნული რეგულაციები კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სესხის გაცემისას შეზღუდვებს უწესებს, რაც გულისხმობს მათ მიერ ფიზიკურ პირების გადახდისუნარიანობის შესწავლას და ანალიზს. გარდა გადახდისუნარიანობის ანალიზის აუცილებლობისა, რეგულაციებით მოთხოვნილია დამატებითი პირობები, მათ შორის მსესხებლის წმინდა შემოსავლებსა და სესხს შორის სხვაობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები (ამჟამად, საარსებო მინიმუმი 181 ლარია).