2019 წლის 31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.
31 მაისიდან სავალდებულო ხდება თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ.
მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული.