თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ, - გადაცემა Forbes კვირაში განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება დაიწყო.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება დაიწყო, ანუ სესხების გაცემა არ უნდა ხდებოდეს შემოსავლების გადამოწმების გარეშე, რადგანაც ძალიან ბევრ სიტუაციაში ეს უკვე გამოიწვევს მსესხებლების ვალდებულობას, ჭარბვალიანობაზე პირველად საუბარი ჩვენ დავიწყეთ. გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა იყო, პრესრელიზში ამაზე იყო ინფორმაცია.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით და მე თავადაც განვაცხადე, რომ ყველა რეგულაციას აქვს თავისი თანმდევი მოვლენები და ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა არის შედეგები. ამ ეტაპზე რაც გაქვს, მიმართულება არის ზუსტად ისეთი; თუნდაც იგივე იპოთეკურ სესხებს რომ შევხედოთ, მარტის არასრული ბოლო ინფორმაცით, წლიური ზრდა 30%-ია, ამიტომ ჩვენ შევხედავთ, რა არის გასაკეთებელი, დავაკვირდებით ტრენდებს, განაცხადა კობა გვენეტაძემ.