ბინადრობის მოწმობა

2019 წლის 3 აპრილს პარლამენტმა განიხილა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად რეგულირდება.

ამ ცვლელებების მიხედვით უცხოელებზე საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები მკაცრდება.

 ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის ასაღებად, უცხოეთის მოქალაქემ უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა.