ჯარიმები

ქართული ბიზნეს-გამოცემა Forbes Georgia ინფორმაციით, 2018 წელს ბიუჯეტში საქნციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 154.8 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 27.4%-ით ანუ 42.5 მლნ ლარით აღემატება. აქედან ყველაზე დიდი წილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოდის, კერძოდ კი 115 მლნ ლარი. ჯარიმების უმეტესობა - 78.2 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის, ხოლო დანარჩენი კი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტზე. სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა 2017 წელთან შედარებით, 23 მლნ ლარითაა გაზრდილი.

ჯარიმები და საქნციების ძირითადი მოცულობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა - 2.8 მლნ ლარი

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში - 2.6 მლნ ლარი

  • სოფლის მეურნეობაში ვეტერინალურ - სანიტარული წესების დარღვევა - 1.4 მლნ ლარი

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის - 84,1 მლნ ლარი

  • საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო - 780 700 ლარი

  • გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო - 3 მლნ ლარი

  • არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო - 4.9 მლნ ლარი

  • სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო - 357 000 ლარი

  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში სამართალდარღვევების გამო - 11 700 ლარი

  • დასუფთავების წესის დარღვევის გამო - 641 100 ლარი

  • ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო - 133 400 ლარი

  • თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო - 8770 ლარი

  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო - 64 400 ლარი

  • პერსონალურ მონაცემთა წესის დარღვევის გამო - 78 200 ლარი

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში - 3 მლნ ლარი